რიონში გაუჩინარებული მამაკაცის ცხედარი იპოვეს

09.05.2021 00:58

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა რამდენიმეკვირიანი საძიებო-სამაშველო ოპერაციის შედეგად, სოფელ ნამოხვანში გაუჩინარებული ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს. მოქალაქის ცხედარი ოჯახის წევრის მხრიდან იდენტიფიცირებულია. საძიებო-სამაშველო სამუშაოებში სულ ჩართული იყო 450 მეხანძრე-მაშველი, 4 მყვინთავი და 15 ნავი. ტერიტორიის დათვალიერება დრონების, ხოლო წყლის ფსკერის მონიტორინგი სპეციალური აპარატის საშუალებით მიმდინარეობდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: