დასაქმების პროგრამა


სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტმა 2018 წელი შეაჯამა.
1840-ზე მეტი დასაქმებული, მათ შორის 89 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი, - ასეთია წლის სტატისტიკა. დასაქმების პროგრამების დეპარტამენტი ორ პროგრამას ახორციელებს. ესენია: „დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების პროგრამა“ და „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამა“. მათ ფარგლებში ბენეფიციარების გადამზადებას სახელმწიფო აფინანსებს. პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამით წელს 3000-მდე ბენეფიციარმა ისარგებლა. 2018 წელს კი თბილისსა და რეგიონებში დასაქმების 12 ფორუმი ჩატარდა. ფორუმების მეშვეობით დასაქმდა 369 პირი. დღესვე სოციალური მომსახურების სააგენტომ საუკეთესო პარტნიორები და დამსაქმებლები დააჯილდოვა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან