საზღვარგარეთიდან უცხო ენის არაკვალიფიციური პედაგოგები აღარ ჩამოვლენ


განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, პროექტ \"ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად\" ფარგლებში, საზღვარგარეთიდან უცხო ენის არაკვალიფიციური პედაგოგები ჩამოჰყავდათ, რის გამოც შესაბამის პროექტში ცვლილებები შევიდა. საქართველოში მხოლოდ ის პედაგოგები ჩამოვლენ, რომელთათვისაც ინგლისური მშობლიური ენაა და იცნობენ მეთოდოლოგიას. აღნიშნული ცვლილებები, რომლის მიზანი კვალიფიკაციისა და ცოდნის დონის ამაღლებაა, თელავის საჯარო სკოლების იმ პედაგოგებმაც შეაფასეს, რომლებსაც ურთიერთობა ჰქონდათ საზღვარგარეთიდან ჩამოსულ უცხო ენის მასწავლებლებთან.

ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1h1AfaE

ვიდეოები „ტელეკომპანია თანამგზავრი"-ისგან