გამოხმაურება პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე


საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, მსჯავრდებული სასულიერო პირის არშეწყალებაზე, საპატრიარქოში გამოეხმაურნენ. მამა ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, საპატრიარქოსთვის დეკანოზ გიორგი მამალაძის გათავისუფლება მნიშვნელოვანი და სასურველი იქნებოდა თუნდაც იმიტომ, რომ დასრულდებოდა ამ საკითხით სპეკულირება.

საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა პრესკონფერენციაზე წმინდა სინოდის მიმართვის შესახებაც ისაუბრა. პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ეხმაურება გიორგი მამალაძის ძმაც. მისი განცხადებით, პრეზიდენტს არ მიუღია დამოუკიდებელი გადაწყვეტილება. თორნიკე მამალაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტს დეკანოზის შეწყალებაზე უარი, პირად საუბარში, პატრიარქმა უთხრა. საკითხზე დღეს შეფასებები პოლიტიკურ სპექტრშიც გაკეთდა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან