შეზღუდვები ავტომაგისტრალებზე
უხვი ნალექის გამო, გადაადგილება აკრძალულია ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის ხაიში-უშგულის მონაკვეთზე. ვითარებას ადგილზე საპატრულო პოლიცია აკონტროლებს, რადგან კვლავ მაღალია ქვათაცვენის საშიშროება. ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა. კლდოვანი მასა, რომლიც გუშინ ჩამოიშალა, სრულად გაწმენდილია, თუმცა უხვი ნალექის გამო, შეზღუდვა მაინც მოქმედებს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მოძრაობა შეზღუდულია ლარსის მონაკვეთზეც, სადაც გადაადგილება დიდი ზომის ავტოსატრანსპორტო საშუალებებს ეკრძალება. შეზღუდვა მოქმედებს კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის მონაკვეთებზეც, სადაც მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა აკრძალულია. ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 47-ე კმ-ზე კი ჩამოსულია კლდოვანი მასა, რომელმაც გზის სავალი ნაწილი ჩაკეტა. ქვის ცვენის გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. არასათანადო ხილვადობის გამო, გაწმენდითი სამუშაოები ხვალ დილით განახლდება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
შეზღუდვები ავტომაგისტრალებზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეზღუდვები ავტომაგისტრალებზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უამინდობა რეგიონებში და შეზღუდვები ქვეყნის ავტომაგისტრალებზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 12 საათზე, 14 თებერვალი, 2020 #LIVE
პირველი არხი - LIVE
შეზღუდვები გზებზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დიდთოვლობა დასავლეთ საქართველოში - ვითარება გზებზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეზღუდვებია ცენტრალურ ავტომაგისტრალებზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უამინდობა საქართველოში და შეზღუდვები გზებზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster