ახალი საკოლექციო მონეტები
საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს საკოლექციო მონეტების გამოშვებას „საქართველოს მეფეების“ სერიიდან და ამჯერად 5 ლარის ნომინალის საკოლექციო მონეტებს მეფე ვახტანგ გორგასალს უძღვნის. წინასწარ შეკვეთილი ოქროს მონეტების ეტაპობრივად გაყიდვა დღეიდან დაიწყება. ოქროს მონეტის ფასი 1 380 ლარია. 2023 წლის 16 იანვრიდან კი დაიწყება ოქროს მონეტების გაყიდვა თავისუფალ რეჟიმში. მომხმარებელთა დიდი მოთხოვნის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი იტოვებს უფლებას, გარკვეული პერიოდით შეზღუდოს ერთ მომხმარებელზე გასაყიდი მონეტების რაოდენობა. რაც შეეხება ვახტანგ გორგასლის საკოლექციო ვერცხლის მონეტებს, მათი გაყიდვის დაწყების ზუსტი თარიღი და დეტალური ინფორმაცია 2023 წლის იანვარში გამოქვეყნდება. დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ოქროს მონეტები ელგუჯა ამაშუკელის მეუღლეს, ლია სტურუას გადასცა. სწორედ ელგუჯა ამაშუკელის ნამუშევარია ვახტანგ გორგასლის ძეგლი, რომელიც მეტეხის ტაძართან დგას. ვახტანგ გორგასლის მონეტის უკანა ფონზე წარმოდგენილია თბილისი, კერძოდ, მეტეხის მიმდებარე ტერიტორიის ილუსტრაცია. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1... გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ახალი საკოლექციო მონეტის პრეზენტაცია
National Bank of Georgia
ეროვნულმა ბანკმა რაგბის თემაზე საკოლექციო მონეტები გამოუშვა
National Bank of Georgia
ახალი საკოლექციო მონეტა ,,ქართული წიგნი'' - დეტალები ,,იმედი...
TV IMEDI
ახალი მონეტის "საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919 - 2019" რ...
National Bank of Georgia
ნანა კობერიძე ახალი საკოლექციო მონეტის შესახებ
National Bank of Georgia
მონეტის პრეზენტაცია
National Bank of Georgia
მონეტების ოსტატი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ნანა კობერიძე და ნიტა გონგაძე ახალი საკოლექციო მონეტის შესახ...
National Bank of Georgia