ახალი საკოლექციო მონეტები


საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს საკოლექციო მონეტების გამოშვებას „საქართველოს მეფეების“ სერიიდან და ამჯერად 5 ლარის ნომინალის საკოლექციო მონეტებს მეფე ვახტანგ გორგასალს უძღვნის. წინასწარ შეკვეთილი ოქროს მონეტების ეტაპობრივად გაყიდვა დღეიდან დაიწყება. ოქროს მონეტის ფასი 1 380 ლარია. 2023 წლის 16 იანვრიდან კი დაიწყება ოქროს მონეტების გაყიდვა თავისუფალ რეჟიმში. მომხმარებელთა დიდი მოთხოვნის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი იტოვებს უფლებას, გარკვეული პერიოდით შეზღუდოს ერთ მომხმარებელზე გასაყიდი მონეტების რაოდენობა. რაც შეეხება ვახტანგ გორგასლის საკოლექციო ვერცხლის მონეტებს, მათი გაყიდვის დაწყების ზუსტი თარიღი და დეტალური ინფორმაცია 2023 წლის იანვარში გამოქვეყნდება.

დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ოქროს მონეტები ელგუჯა ამაშუკელის მეუღლეს, ლია სტურუას გადასცა. სწორედ ელგუჯა ამაშუკელის ნამუშევარია ვახტანგ გორგასლის ძეგლი, რომელიც მეტეხის ტაძართან დგას. ვახტანგ გორგასლის მონეტის უკანა ფონზე წარმოდგენილია თბილისი, კერძოდ, მეტეხის მიმდებარე ტერიტორიის ილუსტრაცია.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1...
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან