დღეს დედამიწის საერთაშორისო დღეა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, „გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციის, სათემო განვითარების ცენტრის ბაზაზე არსებული ქალთა საბჭოს\" ინიციატივით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველში ღონისძიებები გაიმართა.
პროექტი, რომლის ფარგლებშიც ვიქტორინა, ინტელექტუალური თამაშები და ფილმის ჩვენება მოეწყო, ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობით გაიმართა. დედამიწის საერთაშორისო დღე, რომელიც 1970 წლიდან აღინიშნება, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი საზოგადოებრივი ღონისძიებაა. ყოველი წლის 22 აპრილს, სხვადასხვა ღონისძიებაში 190-ზე მეტი ქვეყნის 20 ათასამდე ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე, დედამიწაზე საკუთარი გარემოს გაუმჯობესების მიზნით მონაწილეობს.
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/11Iq9RI