რობინ დანიგანის მოსმენა - შეფასებები


საქართველოს მთავრობას ამერიკის ახალ ელჩთან ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი აქვს. ველოდებით, რომ შეერთებული შტატების ახალ ელჩთან ჩვენი თანამშრომლობა იქნება ძალიან მჭიდრო და კიდევ უფრო წინ წაწევს საქართველო-ამერიკის პარტნიორობას, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა. მაკა ბოჭორიშვილი ამბობს, რომ რობინ დანიგანის, როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლის გზავნილები, ახლა განსაკუთრებით საყურადღებოა.

საქართველოში შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად, რობინ დანიგანი, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 13 თებერვალს წარადგინა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან