ცხრა ნაბიჯი კანდიდატის სტატუსიდან გაწევრიანების პროცედურამდე


კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ ახალი ეტაპი იწყება.

სახელდება თარიღი - საქართველო ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილებას მომავალი წლის ბოლოს ელოდება. მმართველი გუნდი ამ საკითხის განხილვას ევროპული საბჭოს 2024 წლის დეკემბრის სამიტზე პროგნოზირებს. პროგნოზს მმართველი პარტიის თავმჯდომარე ევროპელი პარტნიორებისგან მიღებული ინფორმაციით ამყარებს. მანამდე კი ევროკომისიისგან მიღებული ახალი 9-პუნქტიანი საშინაო დავალებაა შესასრულებელი, რისთვისაც სამოქმედო გეგმა კონკრეტული ვადებით უკვე მზად არის. თუმცა ევროკომისიაში გაგზავნილი გეგმის გასაჯაროება გაჭიანურდა. დოკუმენტის გამოქვეყნებას პოლიტიკური სპექტრი ამ დრომდე ელის. „ქართული ოცნება“ ცხრა რეკომენდაციის შესასრულებლად სამუშაო ჯგუფებში ჩართვას ყველა საპარლამენტო ოპოზიციურ პარტიას სთავაზობს, მაგრამ ერთობლივი მუშაობის და ინკლუზიური პროცესის უზრუნველყოფა ამჯერადაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ოპოზიციის ნაწილი პროცესს უნდობლობას უცხადებს და ევროინტეგრაციის შემდეგ ეტაპზე გადასვლის მთავარ წინაპირობად ხელისუფლების შეცვლას აცხადებს. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან