თურქეთში საქართველოდან ახალი სამაშველო ჯგუფი ჩავიდა
თურქეთში საქართველოდან ახალი სამაშველო ჯგუფი ჩავიდა. მათ ის მეხანძრე-მაშველები ჩაანაცვლეს, რომლებიც ქალაქ ადიამანში ამ დრომდე ახორციელებდნენ მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებს. სტიქიის ზონაში კვლავ რჩებიან ქართული სამაშველო ძალების ადგილზე მოქმედი შტაბის ხელმძღვანელები და სპეციალიზებული მაშველები. ქალაქ ადიამანში თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, თურქეთის რესპუბლიკის ყოფილმა ელჩმა საქართველოში - ფატმა ჯერენ იაზგანმა ქართველ მაშველებს მადლობა გადაუხადა გაწეული სამსახურისთვის. თურქულ მხარესთან კოორდინაციის შემდეგ, ქართული სამაშველო ჯგუფის ახალი ამოცანა განისაზღვრა, რომლის მიხედვითაც, 100 ქართველი მაშველი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებს ჰათაის პროვინციაში, ქალაქ ანთაქიაში განახორციელებს. სამაშველო ჯგუფი აღჭურვილია თანამედროვე აკუსტიკური საშუალებებით, დრონებით, კავშირგაბმულობის მანქანითა და ყველა სახის შესაბამისი სპეციალური სამაშველო მოწყობილობებით. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
შეხვედრა თურქეთის ქართველობასთან
Saakashvili Mikheil - Саакашвили Mихаил
საშიში სამედიცინო სახარჯი მასალები საქართველოში - გიორგი ფხა...
გიორგი ფხაკაძე #drpkhakadze
თურქეთის მზარდი თანამშრომლობა რუსეთთან
ამერიკის ხმა
"მოამბე" 20 საათზე, 10 სექტემბერი, 2016
თურქეთში ვიზიტის შეფასება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მსოფლიო პრესის მიმოხილვა 01:07:2020
Informer Media
შეხვედრა თურქეთის პრეზიდენტთან
Saakashvili Mikheil - Саакашвили Mихаил
ავტოსტოპით საქართველოდან თურქეთში
TRAVEL With Us