„ყაზტრანსგაზის“ 2 თანამშრომელი დააკავეს

18.01.2019 09:21

დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების ფაქტზე დაკავებულ ადამიანებს ბრალს, სავარაუდოდ, ხვალ წაუყენებენ. კომპანია „ყაზტრანსგაზის“ ორი თანამშრომელი დღეს სამსახურიდან აიყვანეს. საუბარია კომპანიის სწრაფი რეაგირების ჯგუფის თანამშრომლებზე, რომლებიც გაზის მძაფრი სუნის გამო ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე კორპუსის ბინადრებმა გამოიძახეს. გამოძიების ვერსიით, მითითებულმა პირებმა გაზგაყვანილობა არაჯეროვნად შეამოწმეს. საპირისპიროს ამტკიცებს ერთ-ერთი დაკავებულის და. აფეთქების გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე დაუდგენელია თავად „ყაზტრანსგაზისთვის“, რომელიც განმარტავს, რომ ტრაგედიის დღეს კომპანიის თანამშრომლებმა ადგილობრივების მიერ დასახელებული ადგილები სპეციალური აპარატურით შეამოწმეს, რომელმაც ბუნებრივი აირის გაჟონვის ფაქტი არ დააფიქსირა. ავთანდილის რვა ნომერი მოსახლეობისგან კვლავ დაცლილია. კორპუსის მდგრადობის დასადგენად შესაბამისი სამსახურები ახლა ექსპერტიზის საბოლოო დასკვნას ელოდებიან. ნოდარ ჩაჩუას ვრთავთ პირდაპირ ეთერში. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო