ტრაგედია შოვში - ვითარება სტიქიის ზონაში
რაჭის ტრაგედია - 11 დაღუპული, 25 დაკარგული: ასეთია ბოლო მონაცემები შოვიდან, რომელიც სტიქიური უბედურების ზონაა. იმ ადამიანებს შორის, რომლებთან კავშირი ვერ ხერხდება, არის მცირეწლოვნებიც. მეწყრის ჩამოწოლის შედეგად პრაქტიკულად მთელი კურორტი მიწის მასითაა დაფარული. განადგურებულია ინფრასტრუქტურა, დანგრეული და ღვარცოფული მასის ქვეშაა მოქცეული დასასვენებელი კოტეჯები. სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენების მიერ შესრულებული საევაკუაციო რეისების შედეგად, ამ მომენტისთვის სტიქიის ეპიცენტრიდან უკვე 210 ადამიანია გამოყვანილი. დაბინდებისთანავე ვერტმფრენები სამძებრო-სამაშველო ოპერაციას შეწყვეტენ და გათენების შემდეგ გააგრძელებენ. შოვი კვლავ გარესამყაროს მოწყვეტილი რჩება. დაწყებულია კურორტთან დამაკავშირებელი ალტერნატიული დროებითი გზისა და ხიდების მოწყობა. მიმდინარეობს გაწმენდითი და სალიკვიდაციო სამუშაოები, თუმცა, უამინდობა დამატებით პრობლემას ქმნის. რაჭაში დღის მეორე ნახევარში წვიმდა. ბოლო მონაცემები სტიქიის ზონიდან, ჩვენი გადამღები ჯგუფები რაჭაში დილიდან მუშაობენ, ვიწყებთ გენო ოსიყმაშვილის ჩართვით, ის შოვში, იმ ბოლო წერტილში იმყოფება, სადაც ფეხით გადაადგილება შესაძლებელია, ამ ადგილის შემდეგ კი კურორტი გარე სამყაროს წყდება - როგორია ბოლო მონაცემები შოვიდან. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ტრაგედია შოვში - ვითარება სტიქიის ზონაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რამ გამოიწვია სტიქია შოვში
TV IMEDI
ტრაგედია შოვში - ბოლო ინფორმაცია სტიქიის ზონიდან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ტრაგედია შოვში - სტიქიის ზონა ირაკლი გედენიძის ფოტო-ობიექტი...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ტრაგედია შოვში - სტიქიის ზონა ირაკლი გედენიძის ფოტო-ობიექტი...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ტრაგედია შოვში - სტიქიის ზონაში 25 ადამიანს ეძებენ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ტრაგედია შოვში | Post Factum
მთავარი არხი • Mtavari Arkhi