OMV Petrom-ი საქართველოში შემოდის


ახალი მსხვილი ინვესტორი ქართულ ბაზარზე.

ცნობილი ევროპული ნავთობმომპოვებელი კომპანია საქართველოში სოლიდური ინვესტიციის ჩადებას გეგმავს.

„ოემვი პეტრომი“ შავი ზღვის საქართველოს აკვატორიაში ნავთობის და გაზის საძიებო სამუშაოებს იწყებს. კომპანია, რომელსაც შავი ზღვის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაში მსგავსი პროექტები წარმატებით აქვს განხორციელებული, ვალდებულებას იღებს, რომ ადგილობრივებიც დაასაქმოს. სამუშაოები რამდენიმე ეტაპად წარიმართება. გარემოზე ზემოქმედების შესწავლის შემდეგ სეისმური კვლევები ჩატარდება, რის შემდეგაც ბურღვითი სამუშაოები დაიწყება. დარგის სპეციალისტების აზრით, სხვა ქვეყნების პრაქტიკის და ერთი გეოგრაფიული არეალის გათვალისწინებით ნავთობის მარაგების აღმოჩენის შანსები საკმაოდ მაღალია. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან