ხორბლის მარაგები საქართველოში

06.05.2020 04:03

კოვიდ-19-ის პანდემიამ გარკვეული პრობლემები შექმნა იმპორტის კუთხითაც. მათ შორისაა ხორბალი. რუსეთმა, რომელიც საქართველოს ერთ-ერთი მთავარი მომწოდებელია, ექსპორტი შეზღუდა. თუმცა ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ქვეყანაში ხორბლის დეფიციტი მოსალოდნელი არ არის და მარაგების კუთხით პრობლემა არ შეიქმნება. დღეს საქართველოში დამატებით 6 ათასი ტონა ხორბალი შემოვიდა. რაც შეეხება ფასებს: პურპროდუქტები იმ ცხრა პირველადი მოხმარების პროდუქციაში შედის, რომელთა ფასების მატება ლარის გაუფასურების ფონზე, სახელმწიფომ უკვე დააზღვია. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: