მარიამ ბაწაშვილი ლისტის სახელობის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული
12/08/2014
culturegovge culturegovge-ის
მიერ
ქართველი პიანისტი მარიამ ბაწაშვილი ფერენც ლისტის სახელობის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის ფინალისტი და I საპრიზო ადგილის მფლობელი გახდა. 21 წლის ხელოვანმა ასევე საერთაშორისო პრესის ჟიურის პრიზიც მიიღო. კონკურსის თანახმად, გამარჯვებული სამი წლის განმავლობაში მსოფლიოს გარშემო სხვადასხვა ქვეყანაში საკონცერტო პროგრამით წარსდგება. მარიამ ბაწაშვილთან ერთად იქნება შემოქმედებითი ჯგუფი, რომელიც მის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს. პიანისტი სწორედ ამ ჯგუფთან ერთადაა ჩამოსული საქართველოში.
ფერენც ლისტის სახელობის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსი ჰოლანდიის ქალაქ უტრეხტში სამ წელიწადში ერთხელ ტარდება და მასში მონაწილეობას სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდა მუსიკოსები იღებენ.
მარიამ ბაწაშვილი უკვე ოთხი წელია გერმანიის ქალაქ ვაიმარში, ლისტის სახელობის კონსერვატორიაში სწავლობს. ახალგაზრდა პაინისტი არაერთი პრესტიჟული კონკურსის გამარჯვებულია.
http://www.culture.gov.ge/
/ culturegovge
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
/ culturegovge
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045