ილია ჯიშკარიანის საქმე


სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული დექალაქის საკრებულოს დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის საქმეს საქალაქო სასამართლო არსებითად განიხილავს.

დღევანდელი პროცესი ხმაურის ფონზე წარიმართა. მოსამართლემ დაცვის მხარის 22 მტკიცებულება დაუშვებლად ცნო. ადვოკატის განცხადებით, მტკიცებულებებს შორის იყო დაზარალებულის და მისი ოჯახის წევრების საჯარო განცხადებები. ბრალდების მხარის განმარტებით, არსებული მტკიცებულებები საკმარისი იყო, რომ საქმე არსებით განხილვაზე გადასულიყო. მოსამართლის გადაწყვეტილებას დაცვის მხარე არ ეთანხმება.

ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს ბრალი 2019 წლის 30 სექტემბერს, მისი წარმომადგენლობითი ბიუროს სპეციალისტის, თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე აქვს წარდგენილი.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან