აუდიტის დასკვნა
აუდიტის სამსახური საქართველოს ფოსტის დირექტორის მხრიდან სავარაუდო კანონდარღვევებზე საუბრობს. ანგარიშში წერია, რომ საქართველოს ფოსტის დირექტორმა საქართველოს ლატარიის კომპანიასთან გააფორმა შეთანხმებები, რომელსაც ორივე კომპანიის მხრიდან ერთი და იგივე ადამიანი აწერს ხელს. საუბარია ფოსტასა და ლატარიის კომპანიას შორის დავალიანებებთან და ქონებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე. გარდა ამისა, აუდიტის სამსახური საქართველოს ფოსტაში გაცემული პრემიების ოდენობასაც აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ წლის განმავლობაში კომპანიაში 6 მილიონ 6 ათასი ლარის ოდენობის დანამატები გაიცა. ანგარიშში მოყვანილ ფაქტებს უკვე გამოეხმაურა საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი, რომელიც განმარტავს, რომ საქართველოს ფოსტა კერძო სამართლის იურიდიული პირია და მას დანამატების გაცემის უფლება აქვს. დანამატი კი ჯამში წლის განმავლობაში 1 600 თანამშრომელზეა გაცემული. რაც შეეხება ლატარიის კომპანიასთან ურთიერთობებს, ჩიკვაძე ამბობს, რომ ლატარიის კომპანიასთან შეთანხმება სასამართლო განჩინების საფუძველზეა დადებული და კანონდარღვევაზე საუბარი ვერ იქნება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
აუდიტის დასკვნა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აუდიტის დასკვნა - დარღვევები ელექტროსისტემაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აუდიტის დასკვნა ჭადრაკის ფედერაციის შესახებ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აუდიტის დასკვნა ქუთაისში დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრები...
TV IMEDI
აუდიტის დასკვნა - არამიზნობრივი ხარჯები მარნეულში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აუდიტის დასკვნა და ლადო პაპავას ბრალდებები აუდიტორებს
TV IMEDI
აუდიტის დასკვნა - სამინისტროებში პრემიები შემცირდა, დანამატე...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აუდიტის დასკვნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster