"თეთრი ხმაურის მოძრაობის" განცხადება
"თეთრი ხმაურის მოძრაობა" სინთეზური ნარკოტიკით რამდენიმე ადამიანის ინტოქსიკაციის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. განცხადების მიხედვით, გავრცელდა ინფორმაცია მოქალაქეების ინტოქსიკაციის შესახებ, რომელიც, შესაძლოა, გამოწვეული იყოს სინთეზური ოპიოიდით - ფენტანილით. მისი მოქმედება ბევრად აღემატება ჰეროინის მოქმედებას. აღნიშნული ნივთიერება მოქალაქეებმა შეიძინეს, როგორც ნარკოტიკული საშუალება MDMA, რომლის მიღების შედეგად გამოუვლინდათ სიმპტომები: ძილიანობა, არეული ცნობიერება, ჰალუცინაციები, ეიფორია, კუნთების რიგიდულობა და კომატოზური მდგომარეობა. ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყანაში შექმნილია ნალოქსონის დეფიციტი, რომელიც ოპიოიდური ზედოზირების დროს ადამიანის სიკვდილისგან ხსნის ერთადერთი საშუალებაა. "თეთრი ხმაურის მოძრაობა" მოუწოდებს მოქალაქეებს, ვინც მოიხმართ ნარკოტიკულ საშუალებებს, შეწყვიტონ და ნებისმიერ ფასად თავი შეიკავონ ნებისმიერი სუბსტანციის მიღებისგან. შსს გავრცელებულ ინფორმაციაზე, ჯერჯერობით, კომენტარს არ აკეთებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
შსს-ში გახარიას და თეთრი ხმაურის მოძრაობის წარმომადგენლების...
TV IMEDI
„მოამბე“ 21 საათზე, 8 დეკემბერი 2018 #LIVE
პირველი არხი - LIVE
„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ ადვოკატი: GEMFest-ზე დაკავებული ნა...
Radio Atinati
თეთრი ხმაურის მოძრაობის წარმომადგენლები შსს ში ამ დრომდე არ...
TV IMEDI
თეთრი ხმაურის მოძრაობის ლიდერი ბექა წიქარიშვილი სასამართლომ...
PalitraNews
თეთრი ხმაურის მოძრაობის პირობები მთავრობას
TV IMEDI
„თეთრი ხმაურის მოძრაობის" აქტივისტების საქმეზე გადაწყვეტილებ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თეთრი ხმაურის მოძრაობის არათანმიმდევრული ლოგიკა - ზურა ჯაფარ...
Girchi • გირჩი