თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეორე პრორექტორი დაინიშნა. უნივერსიტეტის რექტორის კიდევ ერთი მოადგილე პროფესიით ეკონომისტი, 32 წლის ალექსანდრე ყვირალაშვილია, რომელიც მისივე განცხადებით, უნივერსიტეტში სტუდენტებთან, საზოგადოებასთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის მიმართულებით იმუშავებს. მეორე პრორექტორის მიზანი სტუდენტთა დასაქმების ხელშეწყობაა. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს ამ დრომდე მხოლოდ ერთი მოადგილე, დავით მახაშვილი ჰყავდა.
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/115ZcHL
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/115ZcHL