სკოლებში სწავლა დაიწყო


ექვს დიდ ქალაქში პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეები რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ სკოლებს დაუბრუნდნენ.

დამძიმებული ეპიდემიოლოგიური ვითარების მიუხედავად, სასწავლო პროცესი დღეს თითქმის სრულად განახლდა. გამონაკლისი მხოლოდ აჭარის ნაწილია, სადაც ჯერ ისევ ონლაინ-მოდელია შენარჩუნებული. სასწავლო პროცესს თბილისსა და კიდევ სამ ქალაქში დისტანციურად განაგრძობენ მაღალი კლასის მოსწავლეებიც. საკმაოდ დიდია იმ მშობლების რაოდენობაც, რომლებმაც გადაწყვიტეს, შექმნილ ვითარებაში შეთავაზებით ისარგებლონ და შვილებს სწავლა ისევ ონლაინ-რეჟიმში გააგრძელებინონ. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/\r
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY\r
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  \r
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.\r
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.\r
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,\r
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან