„სუხიშვილები“ 7 0 - საიუბილეო-საქველმოქმედო კონცერტი

06/28/2015
culturegovge culturegovge-ის მიერ

27 ივნისს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით, თბილისის საკონცერტო დარბაზში ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ „სუხიშვილების“ საქველმოქმედო კონცერტი გაიამართა.
ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, თბილისის მერი დავით ნარმანია და მთავრობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
2015 წელი ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური დასის საიუბილეო თარიღია. ანსამბლის დასთან ერთად, კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავები, მათ შორის ილზე ლიეპა, ნინო ანანიაშვილი, ირმა ნიორაძე, ილია კუზნეცოვი და სხვა. გალა კონცერტს დაესწრებიან ნიკა ცისკარიძე, ანდრის ლიეპა, საცეკვაო ხელოვნებაში მოღვაწე პროდიუსერები,სტუმრები სხვადასხვა ქვეყნიდან.

გალა კონცერტიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება თბილისში 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს.
27 ივნისის, თბილისის საკონცერტო დარბაზის ფოიეში ასევე გაიმართა გამოფენა-ექსპოზიცია, სადაც მოწვეულმა სტუმრებმა დაათვალიერეს ანსამბლის 70 წლის არსებობის განმავლობაში შექმნილი სასცენო კოსტიუმები, ფოტო-ვიდეო მასალა და ანსამბლის ისტორიისთვის მნიშვნელოვანი სხვა რეკვიზიტები.



http://www.culture.gov.ge/
  / culturegovge  
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
   / culturegovge  
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან