სამძიმარი ვახტანგ კიკაბიძის ოჯახს
ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს თანაგრძნობას უცხადებს პრემიერ-მინისტრი: “მწუხარებას გამოვთქვამ გამოჩენილი ქართველი ხელოვანის - მსახიობისა და მომღერლის ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების გამო. ჩვენი ქვეყნის მრავალი თაობისათვის მისი, როგორც მსახიობის სახელი დაკავშირებულია არაერთ საყვარელ პერსონაჟთან, რომლებმაც დროს გაუძლო და კიდევ დიდხანს გაახარებს მაყურებელს”- აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი. ბუბა კიკაბიძის გარდაცვალებას ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე. „საქართველოს პარლამენტის სახელით მწუხარებას გამოვთქვამ გამორჩეული ქართველის, საქართველოს პარლამენტის უხუცესი წევრის ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების გამო. მისი პერსონაჟების და სიმღერების მიმართ სიყვარულს ქართველი ხალხი უკვე ათწლეულები ატარებს და ეს სიყვარული კიდევ ბევრი ათწლეული გაგვითბობს გულს.თანავუგრძნობ მის ოჯახს და ახლობლებს”, - წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში. ბუბა კიკაბიძის ოჯახს, მის მეგობრებს და ქართული კულტურის წარმომადგენლებს უსამძიმრებს თბილისის მერი. „დიდია ბუბა კიკაბიძის დამსახურება კინემატოგრაფიაში, ქართული საესტრადო მუსიკის განვითარებაში. იგი იყო არაერთი ჯილდოსა და პრემიის მფლობელი, თუმცა მთავარი ის დიდი სიყვარულია, რაც მაყურებელს და მსმენელს დაუტოვა“, - აცხადებს კახა კალაძე. ბუბა კიკაბიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძის სამძიმარი ბრიტანეთის შეიარაღ...
თავდაცვის სამინისტრო
სამძიმარი დაღუპულთა ოჯახებს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვახტანგ გომელაურის კომენტარი
TV IMEDI
„ქართული ოცნების“ დაგვიანებული სამძიმარი უკრაინაში დაღუპული...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
საქართველოს ხელისუფლების სამძიმარი თურქეთს
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
11 წელი აგვისტოს ომიდან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბათუმში, ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა მაშველი დაკრძალეს
MULTIMEDIA GE
ისეთი შეტოპილი აქვთ პუტინისტურ პროპაგანდაში, სამძიმრის თქმი...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia