არა რუსულ კანონს! - გიგლა ოჩიაური, მარტოკაცი, არხოტის ხეობა

03/04/2023

https://mtisambebi.ge/ - „7 მილიონი მოიპარეს და აქ, საზღვარზე შემორჩენილ 7 ადამიანს სინათლე არა გვაქვს. დამოუკიდებელი მედია რომ აღარ არსებობდეს, წარმოიდგინეთ, მთები რა დღეში ჩავვარდებით. კობახიძე და მდინარაძე იტყვიან, სად წავიდა ბიუჯეტიდან ამდენი მილიონი? აქ არ უნდა ქურდობდნენ, არხოტი იმას ნიშნავს, რომ კარია, ამის იქით ქართული მიწა აღარ არის. ამას თქვენ თუ არ იტყვით, ვინღა იტყვის? თქვენ კი არ უნდა გვეხმარებოდეთ, ისინი უნდა აკეთებდნენ ამას, მაგრამ ისინი კარგად არიან, ისინი ქურდობენ. არხოტი თუ დაიცლება, ეს საზღვარი ბარისახოში ჩამოვა და ყველა დამოუკიდებელ მედიას ვეუბნები, რომ განგაშის ზარი შემოჰკრან. ამ რუსული კანონის მიზანი იცით რა არის, რომ ყველა გავჩუმდეთ. ნაზი შამანაურს რაც თავს გადახდა, დუშელი გოგო იყო, იქნებ, გსმენიათ კიდეც, ზუსტად ეგ გადაგვხდება გიგლა ოჩიაურსაც და ყველას, ვინც ამათ ვამხელთ.
ხალხმა არ უნდა დაუშვას ეს! გამოფხიზლების დროა. ქართველ ხალხს კი მაინც ვერაფერს მოუხერხებენ, მაგრამ ეს საქართველოს ბევრი წლით დასწევს უკან“ - გიგლა ოჩიაური, მარტოკაცი, არხოტის ხეობა.
#არარუსულკანონს

ვიდეოები „Mtisambebi / მთის ამბები"-ისგან