რა ვითარებაა ხურვალეთში - ბოლო ინფორმაცია ადგილიდან
სიტუაციას ხურვალეთთან პოლიცია და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები ადევნებენ თვალს. ვითარება ადგილზე მშვიდია. ტერიტორიაზე სამართალდამცველების მობილიზება აუცილებელი აღარ არის, სოფელთან პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი რჩება. დასახლება დატოვეს სამოქალაქო აქტივისტებმაც. მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ რამდენიმე წევრი, ჟურნალისტებთან ერთად, დღეს სოფელში იმყოფებოდა და მდგომარეობას უშუალოდ გაეცნო. მედიის წარმომადგენლები ხურვალეთსა და ძუკაანთკარს შორის დამაკავშირებელ გზასთანაც მივიდნენ, რომელიც მავთულხლართებით არის შემოსაზღვრული, სიახლოვეს კი თვე ნახევრის წინ, რუსი სამხედროების მიერ დამონტაჟებული კოშკურა დგას. თუმცა ოკუპანტების გადაადგილებას ან მობილიზებას ადგილი არ ჰქონია. ჟურნალისტებმა ხუროშვილების ბაღის მიმდებარე ტერიტორიაც დაათვალიერეს, სადაც გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპანტები შენიშნეს. მოსახლეობას შეხვდა დღეს გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი. ადგილობრივები აცხადებენ, რომ მსგავსი ცრუ ინფორმაციის გავრცელება ადგილზე ვითარებას კიდევ უფრო ძაბავს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
რა ვითარებაა ხურვალეთის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება საოკუპაციო ხაზთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რა ვითარებაა ხურვალეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რა ვითარებაა ხურვალეთში ამ დროისთვის - უახლესი ინფორმაცია ად...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რა ვითარებაა საოკუპაციო ხაზთან - სოფელ ხურვალეთში ამერიკელი...
PalitraNews
ვითარება ხურვალეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საოკუპაციო ბანერი ხურვალეთის ტერიტორიაზე და ჩაკეტილი ე. წ. ს...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება ხურვალეთ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster