თეა წულუკიანი ფატუ ბენსუდას შეხვდა
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ჰააგის სასამართლოს პროკურორ ფატუ ბენსუდას შეხვდა. ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრი სახელმწიფოების ასამბლეის რიგით მე-18 სესიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, იუსტიციის მინისტრმა რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობა, რომელიც ომის დროს ეთნიკური წმენდის, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი და ომის დანაშაულების მსხვერპლი გახდა, გამოძიებიდან ელოდება კონკრეტულ შედეგებს, რათა აღსრულდეს მართლმსაჯულება. როგორც შეხვედრაზე პროკურორმა ფატუ ბენსუდამ განაცხადა, რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე გამოძიება აქტიურ ფაზაშია და მისი, როგორც ჰააგის სასამართლოს პროკურორის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე, არ არის გამორიცხული, რომ აღნიშნულ საქმეზე კონკრეტული შედეგები დადგეს. ფატუ ბენსუდას უფლებამოსილების ვადა 2020 წლის ბოლოს ეწურება. პროკურორ ბენსუდასთან შეხვედრამდე, თეა წულუკიანი ჰააგის სასამართლოს წევრი სახელმწიფოების ასამბლეის თავმჯდომარეს ო-გონ კვონს შეხვდა. მხარეებმა ასამბლეის საქმიანობაში საქართველოს მონაწილეობაზე და ჰააგის სასამართლოს მოსამართლედ საქართველოდან კანდიდატურის წარდგენაზე ისაუბრეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი ფატუ ბენსუდა
FrontNews Ge
თეა წულუკიანი და მთავარი არხის მიკროფონი / #სამნი \u0026 Co...
Temur Charelashvili
თეა წულუკიანი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თეა წულუკიანი
Tamuna Sanadze
თეა წულუკიანი
info9 info99
იუსტიციის მინისტრის მოხსენება გაერთიანებული კომიტეტების სხდო...
Ministry of Justice of Georgia
თეა წულუკიანი
netgazeti ge
თეა წულუკიანი
info9 info99