თავდასხმა მედიაზე და ნაცემი ჟურნალისტები
რუსთაველის გამზირი - მედიაზე ძალადობის და აგრესიის ეპიცენტრი. სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმები ჟურნალისტებზე, ბოთლები, ჯოხები, დევნა, აგრესია, დამამცირებელი მოპყრობა - ასე ვითარდებოდა დილიდან დედაქალაქის ცენტრში მოვლენები. ნაცემები და დაშავებულები არიან სხვადასხვა მედია საშუალების წარმომადგენლები, დამტვრეულია არაერთი ტელევიზიის აპარატურა. თავდასხმის სამიზნე გახდა საქართველის პირველი არხის ოპერატორი ილია თვალიაშვილი. დაზიანებები იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ ჩვენი კოლეგების ნაწილი საავადმყოფოში მოხვდა. ერთ-ერთ დაზარალებულ ოპერატორს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. შეტევა და აგრესია იმდენად უმართავი გახდა და ვითარება იმდენად გამწვავდა, რომ მედიის წარმომადგენლების გარიდება გახდა საჭირო. ფიზიკური ძალადობის, დევნის და აგრესიის სამიზნეები გახდნენ ადამიანები, რომლებიც დღეს რუსთაველის გამზირზე საკუთარი პროფესიული მოვალეობის შესასრულებლად იმყოფებოდნენ და თბილისი პრაიდის მიერ დაგეგმილი მარშის მოწინააღმდეგეთა აქციის გაშუქებას ცდილობდნენ. პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა და ძალადობა - გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. ჟურნალისტების ცემას უკვე მოჰყვა არაერთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის უმწვავესი განცხადება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
თავდასხმა მედიაზე და ნაცემი ჟურნალისტები / ძალადობრივი კონტრ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ერთი წელი 5 ივლისის მოვლენებიდან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოს პირველი არხის გამოხმაურება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
TV იმედის მფლობელის თავდასხმა კრიტიკულ მედიაზე და NDI-ის გაო...
მთავარი არხი • Mtavari Arkhi
ღარიბაშვილის მორიგი თავდასხმა მედიამფლობელებზე
Formula News
აქცია თბილისში - პოლიტიკური შეფასებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აქცია თბილისში - გამოხმაურებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ტრამპის მორიგი თავდასხმა მედიაზე - პრეზიდენტმა მედიას საშინე...
PalitraNews