„ნაციონალური მოძრაობის“ რიგით მერვე ყრილობა


ამ წუთებში თბილისში „ნაციონალური მოძრაობის“ რიგით მერვე ყრილობა იმართება. ცნობილია, რომ პარტიის თავმჯდომარედ გრიგოლ ვაშაძეს აირჩევენ.

პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოზიციაზე მუშაობას ნიკა მელია გააგრძელებს. პარტიაში შემოაქვთ ახალი თანამდებობა აღმასრულებელი მდივნის სახით, რომელსაც კობა ნაყოფია დაიკავებს.

ყრილობაზე კენჭისყრის და ხმის მიცემის პროცედურა ელექტრონულად განხორციელდება, დელეგატები ამისთვის მობილურ ტელეფონებს გამოიყენებენ.

ყრილობას „ძალა ერთობაშია“ კოალიციაში შემავალი პარტიების წარმომადგენლები ესწრებიან. ყრილობაზე იმყოფება სანდრა რულოვსი ესწრება, რომელიც როგორც ცნობილია, ზუგდიდის მერის პოსტზე იყრის კენჭს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან