პრემიერი ლუგარის ცენტრში
საქართველოს პრემიერი ჯანდაცვის მინისტრთან ერთად დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა და რიჩარდ ლუგარის ცენტრში იმყოფებოდა. თანამშრომლებთან შეხვედრისას, გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა დაავადებათა კონტროლის ცენტრის უდიდეს წვლილს პანდემიასთან ბრძოლის პროცესში. პრემიერის შეფასებით, სწორედ ცენტრის თანამშრომელთა პროფესიონალიზმისა და უდიდესი ძალისხმევის შედეგია ის, რომ ქვეყნის ეპიდ-სიტუაცია ამ ეტაპზე კონტროლირებადია. ამირან გამყრელიძემ და პაატა იმნაძემ პრემიერ-მინისტრს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს იმ კვლევების, მათ შორის „კოვიდ-19“-ის კვლევების შესახებ, რომლებიც ლუგარის ლაბორატორიაში ტარდება. აღინიშნა, რომ ტესტირების გაფართოებასთან ერთად, დიაგნოსტირებაში ჩაერთო 18 ლაბორატორია. თუ მარტში დღიურად 73 კვლევა ტარდებოდა, ზაფხულის პერიოდში ტესტირება გაფართოვდება და აგვისტოში ეს რიცხვი 4 000-ს მიაღწევს, ხოლო შემოდგომისთვის, დღეში 10 000-მდე ნიმუშის ტესტირება იგეგმება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
მამუკა ბახტაძე რიჩარდ ლუგარის გარდაცვალების გამო მწუხარებას...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ამირან გამყრელიძე: მე თუ ვინმე მიპირისპირდებოდა, ეს მათ ჰკით...
რადიო თავისუფლება
პრემიერ-მინისტრი ლუგარის ლაბორატორიას ესტუმრა
დევნილთა და ჯანდაცვის სამინისტრო
პრემიერ-მინისტრი ლუგარის სახელობის ლაბორატორიას ესტუმრა
დევნილთა და ჯანდაცვის სამინისტრო
გიორგი გახარიას და მაიკ პომპეოს შეხვედრა
MULTIMEDIA GE
„მოამბე“ 10 საათზე, 19 ოქტომბერი, 2018 #LIVE
რაზე ისაუბრეს ზურაბ აბაშიძემ და გრიგორი კარასინმა?
MULTIMEDIA GE
პრემიერი
kishka kishka