„სიცოცხლით სავსე ეზო“ - ახალი კამპანია მოზარდებისთვის


თბილისში ახალი კამპანია „სიცოცხლით სავსე ეზო“ დაიწყო. კამპანია მოზარდებისთვის კომპიუტერული თამაშების ჯანსაღი, ხალისიანი ეზოს თამაშებით ჩანაცვლებას გულისხმობს. ინიციატივა საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატს თამარ ტალიაშვილს ეკუთვნის. მისი განცხადებით, ეზოს თამაშები აუცილებელია მოზარდების  ფიზიკური, ემოციური და ინტელექტუალური განვითარებისთვის.

მოზარდებში ძალადობის აღმოფხვრის ხელშეწყობა კი შესაძლებელია მათი სოციალიზაციის ისეთი მარტივი და ბუნებრივი გზით, როგორიცაა ეზოში თამაშები. ამ ეტაპზე ღონისძიება ორ დღეს გაგრძელდება, პროექტში მონაწილეობას 200-ზე მეტი 6-დან 16 წლამდე მოზარდი მიიღებს, მათ მადლობის სიგელები და მედლები გადაეცემათ.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან