26 მაისის აქციის დარბევის საქმე
2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის საქმე. ამ წუთებში ჩვენებას ერთ-ერთი დაზარალებული აძლევს. მოწმე ვახტანგ გიგინეიშვილმა განმარტა, რომ რუსთაველის გამზირზე მეგობართან ერთად იყო და აღნიშნა, რომ ტერიტორიის დატოვება მცდელობის მიუხედავად ვერ შეძლო, რადგან რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმს ალყა ჰქონდა შემორტყმული. მოწმემ ისაუბრა იმაზე, რომ მას ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს. წაიყვანეს სამმართველოში, სადაც პირადი ნივთები წაართვეს. ასევე თქვა, რომ სპეცრაზმი ფიზიკურად უსწორდებოდა სხვა მოქალაქეებსაც, რომლებიც ტერიტორიიდან გასვლას და რუსთაველის გამზირის დატოვებას ცდილობდნენ. 26 მაისის საქმეზე ძალის გამოყენებით უფლებამოსილების გადამეტებისთვის ბრალი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხუთ ყოფილ მაღალჩინოსანს აქვს წარდგენილი. მათ შორის არიან შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი ლორთქიფანიძე, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დათა ახალაია, ასევე ვასილ ლელუაშვილი, რევაზ შიუკაშვილი და ლევან ქარდავა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
26 მაისის აქციის დარბევის საქმე
TV IMEDI
26 მაისის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
26 მაისის აქციის დარბევის საქმე - პროკურატურამ ახალი დეტალებ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
26 მაისის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
26 მაისის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
26 მაისის აქციის დარბევის საქმეზე პროკურატურა ახალ მასალებს...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
26 მაისის აქციის დარბევის საქმეზე სასამართლო განხილვა გრძელდ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#ყველაკითხვა ახალი დეტალები 26 მაისის აქციის დარბევის საქმეშ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster