დედამიწა საფრთხეშია!

10.05.2021 03:13

სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის 51-ე საჯარო სკოლის მეხუთე კლასის მოსწავლემ - ვიქტორია ჯიშკარიანმა ჩაწერა მორიგი ინფორმაციული ვიდეო! ვიდეოს თემაა - დედამიწა საფრთხეშია. ვიქტორიამ ისაუბრა ტყეების ჩეხვაზე, თუ რატომ არის ცუდი ტყეების განადგურება და რისთვისაა საჭირო ზოგადად - ტყე. ვიდეოში საუბარია ასევე ექსტრემალურ ამინდებზე, წყალდიდობაზე. ვიდეოს ავტორი პრობლემის შემდეგ გვიყვება მისი გადაჭრის სხვადასხვა გზებზე. ვიქტორია ასევე გვამცნობს მეცნიერების დასკვნების შესახებ. "გუნდი 51" დიდ მადლობას უხდის ვიქტორიას საინტერესო გადაცემისთვის! #გარემოსთვის #დედამიწასაფრთხეშია

გაზიარება: