#არჩევნები2020 გიგი უგულავას თავდასხმა პირველ არხზე

09.11.2020 01:46

ჟურნალისტის კითხვით უკმაყოფილო გიგი უგულავამ „მოამბის“ გადამღებ ჯგუფს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ცესკო-სთან აქციაზე მყოფ ოპოზიციის ლიდერს კითხვა არ მოეწონა, რის გამოც ჟურნალისტს დაუპირისპირდა და „სუს-ის თანამშრომელი“ უწოდა. „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის უკმაყოფილება აქციის მონაწილეების მხრიდან ქვების სროლის შესახებ დასმულ კითხვას შეეხებოდა. ეს არაა პირველი შემთხვევა, განსაკუთრებით ბოლო დღეებში, როდესაც წინა სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლები მათთვის არასასურველი კითხვების გამო მედიაზე თავდასხმას ახორციელებენ და ემუქრებიან. მომხდარს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი გამოეხმაურა. თინათინ ბერძენიშვილის განცხადებით, გუშინდელი მუქარა ჟურნალისტის მიმართ მხოლოდ არხის არქივად არ დარჩება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო