პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ საქართველო რუსეთის მხრიდან გამოიყენება სანქციების ასარიდებლად და საქართველოში რუსი ბიზნესმენებისთვის შექმნილია სასათბურე პირობები. მაგალითად, ელენე ხოშტარიას რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენის, დავით ხიდაშელისა და ასევე რუსი ბიზნესმენის, ვლადიმერ ევტუშენკოვის კავშირი მოჰყავს, რომელიც მისი თქმით, დასტურდება მის ხელთ არსებული იმეილ მიმოწერებით. დროას ლიდერის თქმით, სანქციების თავიდან არიდების საკითხებში, ბიზნესმენი დავით ხიდაშელი კრემლისა და ვლადიმერ ევტუშენკოვის დავალებების პირდაპირი შემსრულებელია. ხოშტარია გამოეხმაურა გავრცელებულ აუდიოჩანაწერს, სადაც, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილსა და რუს ბიზნესმენ ვლადიმერ ევტუშენკოვს შორის საუბარი ისმის. ხოშტარია მის ხელთ არსებული ინფორმაციის მიწოდებას დიპლომატებისთვის გეგმავს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.