გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში მამაკაცი დაიკარგა. უკვე მეხუთე დღეა უშდეგოდ ეძებენ 76 წლის ელდარ ღარიბაშვილს. როგორც ოჯახის წევრები აცხადებენ, ელდარ ღარიბაშვილი სახლიდან 27 მარტს, კუთვნილ ვენახში სამუშაოდ წავიდა და მას შემდეგ ის აღარავის უნახავს. დაკარგული მოხუცის ოჯახმა მომხდარის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს შეატყობინა. მეორე დღეა, სამძებრო სამუშაოებში პოლიციაც ჩაერთო.
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1fg4qeJ
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1fg4qeJ