პრეზიდენტმა საშობაოდ ხუთი მსჯავრდებული შეიწყალა


პრეზიდენტმა საშობაოდ ხუთი მსჯავრდებული შეიწყალა. ოთხთვიანი მორატორიუმი დასრულებულია. ახალი წესით შეწყალებულთა სიაში დეკანოზი გიორგი მამალაძე ვერ მოხვდა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, გადაწყვეტილება ეფუძნება საზოგადოებრივი სიმშვიდის უზრუნველყოფას.

პრეზიდენტს  მიაჩნია, რომ საქართველოს მოსახლეობის ყველაზე დიდი ნაწილი ასეთი დანაშაულისთვის შეწყალებას ვერ გაიგებს და ვერ გაიზიარებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დეკანოზის შეწყალებასთან დაკავშირებული შუამდგომლობა საქართველოს საპატრიარქოდან 2019 წლის 8 ნოემბერს მიიღო.


ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან