ღარიბაშვილი-ფაშინიანის სატელეფონო საუბარი
რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. საუბარი ნიკოლ ფაშინიანის ინიციატივით გაიმართა. ნიკოლ ფაშინიანმა ირაკლი ღარიბაშვილს აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და სომხეთის რესპუბლიკას შორის მორიგ სამხედრო გამწვავებასა და დაპირისპირების შედეგად შექმნილ ვითარებაზე ინფორმაცია მიაწოდა. ირაკლი ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ მხარეები მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდებიან და ვითარება მშვიდობიანი გზით გადაიჭრება. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა, განახორციელოს აქტიური მედიაცია რეგიონში დეესკალაციისა და მშვიდობისათვის. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ირაკლი ღარიბაშვილსა ნიკოლ ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბა...
TV IMEDI
სატელეფონო საუბარი საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრე...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის დახვედ...
Irakli Garibashvili
ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანი...
Georgian Government
ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტი თბილისში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ირაკლი ღარიბაშვილისა და ნიკოლ ფაშინიანის ბრიფინგი
TV IMEDI
ვცდილობთ, ჩვენს დიალოგში ერთმანეთს დავეხმაროთ - ნიკოლ ფაშინი...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
საქართველო სომხეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხ...
TV IMEDI