ევროპის დღეები საქართველოში

03.05.2019 00:30

5 მაისიდან საქართველოში ევროპის დღეები იწყება. ღონისძიებებში დედაქალაქთან ერთად, საქართველოს 10 რეგიონია ჩართული. გასული წლების მსგავსად, ევროპული სოფელი ტრადიციულად რიყის პარკში მოეწყობა, სადაც ევროკავშირის წარმომადგენლობა და გაერთიანების წევრი სახელმწიფოების საელჩოები, საკუთარ ქვეყნებს გაუწევენ პოპულარიზაციას. ევროსოფელში მოეწყობა გამოფენები, გასართობი თამაშობები და შეჯიბრებები ბავშვებისა და მოზარდებისთვის. რიყის პარკში მისულებს, მრავალფეროვანი ევროპული კერძების დაგემოვნების საშუალებაც ექნებათ. საღამო გალა კონცერტით დასრულდება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: