ნარკოტიკების რეალიზების ბრალდებით სამართალდამცველებმა რამდენიმე პირი დააკავეს

19.09.2018 01:19

ნარკოტიკების რეალიზების ბრალდებით სამართალდამცველებმა რამდენიმე პირი დააკავეს.

ფონიჭალასა და მარნეულში გასული ორი დღის განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად ოთხი პირი დააკავეს. ასევე, ნარკოტიკების რეალიზების ბრალდებით დაკავებულია ორი ქალი თბილისში.

შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულების ბინის ჩხრეკისას 51 შეკვრად დაფასოებული ჰეროინი ამოიღეს. ასევე, სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს ირანის ოთხი მოქალაქე. გამოძიების ცნობით, ეს პირები სასაზღვრო გამშვები პუნქტი სადახლოს ტერიტორიაზე დააკავეს.

სამინისტროს მიერ წარმოდგენილი სტატისტიკის მიხედვით, ბოლო ცხრა თვეში დაკავებულია 143 ნარკორეალიზატორი.


ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchanne...
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
EstateHub