Airbnb-ის განცხადება

19.01.2019 00:39

სახლებისა და ბინების ინტერნეტით გაქირავების სერვისი Airbnb ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მდებარე სახლებს ვებგვერდიდან წაშლის. ამ გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია Airbnb-ის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

„სადაო ტერიტორიებთან მიმართებით კომპანიის გლობალური ჩარჩოს გათვალისწინებით, Airbnb-ი წუხილს გამოთქვამს, რადგან უძრავი ქონება, ანუ სახლები, არის დავის მთავარი საგანი „სამხრეთ ოსეთსა“ და აფზახეთში, ხოლო ჩვენს ვებგვერდზე მათი განთავსებით, შესაძლოა, დაძაბულობის ესკალაცია მოხდეს.

ამას გარდა,  Airbnb-იმ დაადგინა, რომ ამ ტერიტორიებზე მდებარე სახლების ვებგვერდზე დატოვება რეგიონში კიდევ უფრო დიდ კონფლიქტთან არის დაკავშირებული“ – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
Compania