ჰუმანიტარული დახმარება უკრაინას საქართველოდან

10.04.2022 02:16

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულებისა და მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ჩართულობით, მთელი საქართველოს მასშტაბით, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად მეორე ეტაპზე შეგროვილი ტვირთი უკრაინაში უახლოეს დღეებში გაიგზავნება. რეგიონის 12-ვე მუნიციპალიტეტში მერიების სარეზერვო ფონდებიდან გამოყოფილი თანხით, სამედიცინო აღჭურვილობა, მედიკამენტები, ასევე ჟანგბადის კონცენტრატორები და ჰუმანიტარული დახმარების სხვა საგნების შეიძინეს. გარდა ამისა, რეგიონის მასშტაბით შეგროვდა არამალფუჭებადი პროდუქტები, ჰიგიენური საშუალებები, ტკბილეული და ტანსაცმელი. ჰუმანიტარული ტვირთი სამეგრელო-ზემო სვანეთისა და გურიის რეგიონებიდან კი ფოთში შეგროვდა, საიდანაც საქართველოს ფოსტის დახმარებით უკრაინაში გაიგზავნება. ამ შემთხვევაშიც ძირითადი პროდუქტები მუნიციპალიტეტების მერიების სარეზერვო ფონდიდან, ასევე საჯარო მოხელეების, მოქალაქეებისა და ბიზნესსექტორის შემოწირულებებით შეისყიდეს. აქვე შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ გაიგზავნა ტვირთი აღმოსავლეთ საქართველოდანაც. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

დახმარება უკრაინას საქართველოდან
00:57

დახმარება უკრაინას საქართველოდან

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

დახმარება უკრაინას საქართველოდან
01:33

დახმარება უკრაინას საქართველოდან

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ჰუმანიტარული დახმარება უკრაინისთვის
01:27

ჰუმანიტარული დახმარება უკრაინისთვის

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საქართველოს დახმარება უკრაინას -  ქვეყანა ჰუმანიტარულ ტვირთს დღეს მიიღებს
04:21

საქართველოს დახმარება უკრაინას - ქვეყანა ჰუმანიტარულ ტვირთს...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ქართულ-უკრაინული სოფლების მეგობრობის ისტორია
05:53

ქართულ-უკრაინული სოფლების მეგობრობის ისტორია

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ბრიფინგი საქართველოში უკრაინის საელჩოში
01:40

ბრიფინგი საქართველოში უკრაინის საელჩოში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ჰუმანიტარული დახმარება უკრაინას საქართველოსგან  - მარგო ლუჩკო სტუმრად გადაცემაში #ჩვენიოჯახი
23:50

ჰუმანიტარული დახმარება უკრაინას საქართველოსგან - მარგო ლუჩკ...

TV IMEDI

საქართველოდან უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა
00:47

საქართველოდან უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო