მადრიდში დანაშაულებრივი ჯგუფის 4 წევრია დაკავებული


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობის შედეგად, მადრიდში დაკავებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 4 წევრი. ოთხივე დაკავებული საქართველოს მოქალაქეა. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები მადრიდსა და მის შემოგარენში საცხოვრებელ სახლებს ქურდავდნენ. მათ მიერ ჩადენილი დანაშაულები 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვრცლად: police.ge/page/8

Facebook :   / miaofgeorgia  
Twitter :   / miaofgeorgia  
Myvideo : http://www.myvideo.ge/?user_id=1560804

ვიდეოები „შინაგან საქმეთა სამინისტრო"-ისგან