სტიქია კახეთში


სტიქიამ კახეთი კიდევ ერთხელ დააზარალა. 

ძლიერმა სეტყვამ ამჯერად განსაკუთრებული ზიანი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლებს მიაყენა. თითქმის სრულად განადგურებულია მოსავალი. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, ავტომობილები და გზები. მძიმე ვითარებაა თელავის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელშიც. განსაკუთრებით რთულ ვითარებაში ახლა ფერმერები არიან, რომლებიც სტიქიამ ფაქტობრივად შემოსავლის გარეშე დატოვა. დასეტყვილ სოფლებში უკვე მუშაობს ზარალის დამთვლელი კომისია. მთავრობის გადაწყვეტილებით, შესაბამის კომპენსაციას სტიქიისგან დაზარალებული ყველა ადამიანი მიიღებს.  

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1...
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან