გიორგი ცინცაძე - მწვანე პოლიტიკური წარმოსახვის აუცილებლობა
12/16/2019
პოლიტიკური და ეკონომიკური ჩიხი, რომელიც პლანეტის ეკოსისტემას შეუქცევადი რღვევით ემუქრება, წარმოსახვითი ჩიხიცაა. შეთავსებადია თუ არა თანამედროვეობა და ეკოლოგიური მდგრადობა? როგორი შეიძლება იყოს საზოგადოება, რომელიც ისე ცხოვრობს, რომ თავისივე ბუნებრივი გარემოს კვლავწარმოებას ეჭვქვეშ არ აყენებს? ამ კითხვებზე პასუხის გაცემა პოლიტიკური და ეკონომიკური წარმოსახვის გაფართოებას, რადიკალური ალტერნატივების წარმოდგენას ითხოვს. ამ საქმეში ჩვენი დახმარება ბუნებრივი გარემოს ალტერნატიულ ისტორიოგრაფიას და მხატვრულ ლიტერატურას შეუძლია, სადაც არა მხოლოდ უტოპიებისა და დისტოპიების, არამედ ეკოტოპიების მოძებნაც შეიძლება.
გიორგი ცინცაძე - ჩიკაგოს უნივერსიტეტის გარემოს მეცნიერებებისა და პოლიტიკის მაგისტრი, ახალგაზრდა მწვანეების წევრი.
#შექმენიმწვანეწესრიგი
გიორგი ცინცაძე - ჩიკაგოს უნივერსიტეტის გარემოს მეცნიერებებისა და პოლიტიკის მაგისტრი, ახალგაზრდა მწვანეების წევრი.
#შექმენიმწვანეწესრიგი