როგორ გავიწმინდოთ სისხლძარღვები აბების გარეშე. @xalxurimedicina

13.10.2021 05:09

გამოიწერეთ არხი @xalxurimedicina და დაალაიქეთ ვიდეო. 00:00 - მისალმება 00:08 - ინტრო 00:17 - ვიდეო 04:13 - აუტრო ჩვენი ფეისბუქ გვერდი - https://bit.ly/3AfLUjp ჩვენი ფეისბუქ ჯგუფი - https://bit.ly/3joq5rp ჩვენი საიტი - https://bit.ly/37medjY როგორ გავიწმინდოთ სისხლძარღვები აბების გარეშე. @ხალხური მედიცინა თავის ტვინის სისხლძარღვების გაწმენდა ძალიან მნიშვნელოვანი პროცედურაა, რომელსაც შეუძლია ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება, რიგი დაავადების დროს, დაწყებული კისრის ოსტეოქონდროზიდან – ათეროსკლეროზით დამთავრებული. ტვინის სისხლძარღვების რეგულარულად გაწმენდა, თავის სიმძიმის და ტკივილისგან გაგათავისუფლებთ, გონებას გაგინათებთ და ხასიათს გამოგისწორებთ. აქ წარმოდგენილია სისხლძარღვების გასუფთავების 5 უმარტივესი მეთოდი. მნიშვნელობა არა აქვს, რომელს აირჩევთ, ყველა შემოწმებული და ერთნაირად ეფექტურია. არაერთხელ გავუოცებივარ იმ მცენარეთა მრავალფეროვნებას, რომლებიც ადამიანს ჯანმრთელობის შენარჩუნებასა თუ სხვადასხვა დაავადებისგან განკურნებაში ეხმარება. მთელი ეს საგანძური ჩვენს ხელთაა; მთავარია, ვიცოდეთ, რომელი რაში გამოვიყენოთ. ციტრუსები რომ სასარგებლოა, ყველამ იცის, მაგრამ როგორც კი მათზე ჩამოვარდება საუბარი, ყველა რატომღაც ლიმონს, ფორთოხალსა და მანდარინს იხსენებს. გრეიპფრუტს ჩვენში იშვიათად მიირთმევენ, არადა იგი გაცილებით მდიდარია სასარგებლო კომპონენტებით, ვიდრე მისი რომელიმე თანამოძმე. ჩემი და გამუდმებით მირჩევდა, მესვა გრეიპფრუტისგან მომზადებული წამალი, რადგან ქოლესტერინი მომატებული აღმომაჩნდა. თავდაპირველად, ცოტა არ იყოს, მეზარებოდა, ამიტომ თვითონვე მომიმზადა და მეც თვინიერად მივიღე. შედეგი გამაოგნებელი აღმოჩნდა — რამდენიმე ხნის შემდეგ სისხლში ქოლესტერინის დონის მაჩვენებლებმა საგრძნობლად დაიწია. გრეიპფრუტში დიდი რაოდენობით არის ასკორბინის მჟავა (C ვიტამინი), რომელიც აძლიერებს და არეგულირებს ქოლესტერინულ ცვლას. გარდა ამისა, ეს ვიტამინი აძლიერებს ორგანიზმის იმუნურ, თავდაცვით ძალებს. აიღეთ 3-3 ცალი საშუალო ზომის გრეიპფრუტი და ლიმონი, დაჭერით სქლად და კურკები გამოაცალეთ. გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, დაამატეთ 3 სადილის კოვზი თაფლი, აურიეთ, ნარევი მოათავსეთ მინის ჭურჭელში და 24 საათით სიბნელეში, ოთახის ტემპერატურაზე დადგით. მიიღეთ 1-2 ჩაის კოვზი დღეში სამჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. #ხალხურიმედიცინა #xalxurimedicina #ხალხური #მედიცინა #xalxuri #medicina

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

არითმიის ძირითადი გამომწვევი მიზეზები და რჩევები
09:11

არითმიის ძირითადი გამომწვევი მიზეზები და რჩევები

რჩევები ხელოვნური ინტელექტისგან

რას უხდება დარიჩინი.  როგორ გამოვიყენოთ. ვინ არ უნდა მიიღოს
08:36

რას უხდება დარიჩინი. როგორ გამოვიყენოთ. ვინ არ უნდა მიიღოს

რჩევები ხელოვნური ინტელექტისგან

რას უხდება ვაშლის ძმარი და როგორ გამოვიყენოთ
08:25

რას უხდება ვაშლის ძმარი და როგორ გამოვიყენოთ

რჩევები ხელოვნური ინტელექტისგან

კოლაგენის სასიცოცხლო მნიშვნელობა. როგორ მივიღოთ და ვის ჭირდება მეტი რაოდენობით.
11:04

კოლაგენის სასიცოცხლო მნიშვნელობა. როგორ მივიღოთ და ვის ჭირდე...

რჩევები ხელოვნური ინტელექტისგან

12 სიმპტომი, რომ  ღვიძლი გაწუხებთ
09:52

12 სიმპტომი, რომ ღვიძლი გაწუხებთ

რჩევები ხელოვნური ინტელექტისგან

ლიმონიანი წყლის 10 საოცარი სარგებელი
09:15

ლიმონიანი წყლის 10 საოცარი სარგებელი

რჩევები ხელოვნური ინტელექტისგან

კუჭ ნაწლავი გაწუხებთ? რეცეპტები
15:01

კუჭ ნაწლავი გაწუხებთ? რეცეპტები

რჩევები ხელოვნური ინტელექტისგან

რატომ  და რა დროს გჭირდებათ მაგნიუმი
08:40

რატომ და რა დროს გჭირდებათ მაგნიუმი

რჩევები ხელოვნური ინტელექტისგან

ყველა ვიდეო