გნოზისი ანუ ანგელოზის გული // აუდიოწიგნი I - ნაწილი მესამე

07/31/2022
Shen-ის მიერ

წიგნი დაწერილია სულიერი მასწავლებლების, ნათელ ძალთა იერარქიის წარმომადგენლების ზედამხედველობით და მათთან ურთიერთობის შედეგად. სიზმარხილვისა და შეცვლილი ცნობიერების მდგომარეობაში სულიერ განზომილებასთან კომუნიკაციის განსაკუთრებული უნარის გამოყენებით, რომელსაც მწყობრი და რაციონალური ანალიზი ერთვის, ავტორი თანმიმდევრულად გვაცნობს სამყაროსა და ადამიანის თანაარსებობის და თანამშრომლობის სულიერ პრინციპებს.

წიგნში განხილული სწავლებები პრაქტიკაში დანერგვის გზებს გვაცნობს და აქტიური ქმედებისკენ მოგვიწოდებს ცნობიერების ამაღლება-გაფართოების გზით გაუმჯობესებული ინდივიდუალური და საზოგადოებრივი ყოფიერების მისაღწევად. წიგნის კიდევ ერთი თავისებურებაა მკითხველთან თავიდანვე ცოცხალი აზრობრივი მიმოცვლა: ნაშრომის ფრაგმენტები ინტერნეტით ქვეყნდება გამოცემამდე და მკითხველის ნააზრევი ბევრ საჭირბოროტო საკითხზე შედის წიგნში. ჯგუფის წევრებთან აზრთა გაცვლა-გამოცვლით და სულიერი მასწავლებლების კომენტარებით წიგნის წერა ახლაც გრძელდება.

ნაწილი პირველი :    • გნოზისი ანუ ანგელოზის გული // აუდიოწი...  

წიგნის ავტორი: იმმა

გახმოვანება: ნინო ტოგონიძე