ქრისტეშობის მილოცვა
ქრისტიანული სამყაროს ნაწილს ქრისტეშობას ულოცავს საქართველოს პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილი მისალოც წერილში წერს, რომ საქართველოში კონფესიათა სიმრავლე და მათი მშვიდობიანი თანაცხოვრების მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია ქვეყნისათვის საამაყოა. „ვუერთდები საქართველოში არსებული სხვადასხვა ქრისტიანული ეკლესიის მრევლის, ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვანი, ღირსეული ნაწილის სიხარულსა და საზეიმო განწყობას, რომელიც მუდამ თან ახლავს ქრისტესშობის დღესასწაულს“. - წერს ზურაბიშვილი. იმ მოქალაქეებს, რომლებიც ქრისტესშობას დღეს აღნიშნავენ, დღესასწაულს ულოცავს საქართველოს პრემიერ-მინისტრიც. „ყველას, ვინც დღეს შობის დღესასწაულს აღნიშნავს, მინდა მივულოცო ეს დღე როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ყველაზე მნიშვნელოვანს – მშვიდობასა და კეთილდღეობას ვუსურვებ მათ, ვისთვისაც 25 დეკემბერი სიყვარულის, სიხარულისა და იმედის დღესასწაულია“, – აღნიშნულია პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მილოცვაში. ქრისტიანული სამყაროს ნაწილს ქრისტეშობას ულოცავს პარლამენტის თავმჯდომარეც. შალვა პაპუაშვილი წერს - „შობის ჯადოსნურ დღესასწაულს მოეტანოს სიმშვიდე, სიყვარული, დღეგრძელობა და კეთილდღეობა თქვენთვის და თქვენი ოჯახებისთვის“. მისალოც წერილს აქვეყნებს თბილისიც მერი. „მინდა, ყველას, პირველ რიგში კი ჩემს მეგობრებს საქართველოში და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, ვინც დღეს მაცხოვრის შობას ზეიმობს, მთელი გულით მივულოცო ეს ლამაზი, სიკეთითა და სიყვარულით გაჯერებული დღესასწაული!“ - წერს კახა კალაძე სოციალურ ქსელში. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ქრისტეშობის მილოცვა
Irakli Samkharadze
ქრისტეშობის დღის მისალოცი მესენჯერში გასაგზავნი
Congratulations Vlog
შობის ტრადიციები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრემიერ-მინისტრის საშობაო მილოცვა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბილი გრემის საშობაო მილოცვა
ქრისტიანული არხი • Christian Channel
2150: ვინ და როგორ მართავს საპატრიარქოს
რადიო თავისუფლება
ქრისტეშობის დღესასწაული - „მოამბის“ სპეციალური გამოშვება #LI...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ქრისტეშობის დღესასწაული
პირველი არხი Georgian Public Broadcaster