დედაენის დღე

04/15/2014
culturegovge culturegovge-ის მიერ

14 აპრილს, კულტურის სამინისტროში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ გამართა პრეზენტაცია „დედაენის\" - ქართული საანბანე სახელმძღვანელოს შედგენის იაკობ გოგებაშვილისეული მეთოდისთვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭებასთან დაკავშირებით.
ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ლიტერატორები, იაკობ გოგებაშვილის საზოგადოების წევრები.
საქართველოს მთავრობა ქართული საანბანე სახელმძღვანელოს შედგენის იაკობ გოგებაშვილისეულ მეთოდს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიას მიანიჭებს. ამ დრომდე მას უკვე გააჩნდა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. (2013 წ.12 მარტი)
ახალი სტატუსი -ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია, კიდევ ერთხელ მეტყველებს ქართული ენის სწავლების იაკობ გოგებაშვილისეული მეთოდის უნიკალურობაზე და ზრდის ამ უძველესი ქართული საანბანე სახელმძღვანელოს მნიშვნელობას.
გოგებაშილის „დედაენა\" საფუძვლად დაედო სხვადასხვა თაობების მიერ შექმნილ ფუნდამენტურ სასწავლო მეთოდებს, რომლითაც ისწავლება ქართული ენა და მომავალშიც არაერთი მნიშვნელოვანი მეთოდოლოგიური კვლევების საფუძველი გახდება.
დედაენის დღესთან დაკავშირებით, კულტურის სამინისტროში, ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული, 1876-2014 წლებში გამოცემული, დედაენის გამოცემების უნიკალური კოლექცია გამოიფინა.
ასევე წარმოდგენილი იყო საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში დაცული იაკობ გოგებაშვილის პასპორტი, ანდერძი წერა კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისადმი და ის ლამფა, რომლის შუქზეც ცნობილი მწერალი ქმნიდა დედაენას.


http://www.culture.gov.ge/
http://www.facebook.com/culturegovge
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
   / culturegovge  
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან