კახი კალაძე დამეწყრილ უბანზე

16.09.2021 01:32

გლდანის რაიონში, შეშელიძის ქუჩის მიმდებარედ, დამეწყრილი უბანი გამაგრდა. პროექტის ფარგლებში ტერიტორიაზე მოეწყო ხიმინჯოვანი საყრდენი კედელი, ხოლო მეწყრის სტაბილიზაცია მიღწეულია ანკერების, რკინა-ბეტონის ბადეებისა და გრუნტის ცემენტის საშუალებით. კახა კალაძის თქმით, პროექტის განხორციელებით შეშელიძის ქუჩის მიმდებარედ არსებულ 16-სართულიან საცხოვრებელ კორპუსებს საფრთხე აღარ ემუქრება. სამუშაოები 2019 წელს დაიწყო და 2021 წლის აგვისტოში დასრულდა. სამუშაოებზე 20 872 010 ლარი დაიხარჯა. ~ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: