ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა - ომის 109-ე დღე


ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ უკრაინა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მიიღებს. ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება, არა მხოლოდ მის ქვეყანას, არამედ მთელს ევროკავშირს გააძლიერებს. მისი თქმით, ახლა დიპლომატიური მარათონის დასკვნითი ეტაპია და მომავალ კვირას შეხვედრები ევროპელ ლიდერებთან გაიმართება. უკრაინის პრეზიდენტმა განმარტა ისიც, რომ უკრაინელმა სამხედროებმა რუსებისგან ხერსონის ოლქის ერთი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს, ზაპოროჟიეში კი გარკვეულ წარმატებებს მიაღწიეს. სასტიკი ბრძოლები გრძელდება ქალაქ სევეროდონეცკშიც.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან